ონლაინ მაღაზია ELSET.GE – ს მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვების სარჩევი
მიიღეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გადასამოწმებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზზე ან სოციალურ მედიაში.
როგორ შევიძინო სასურველი ნივთი?
სასურველი ნივთის ყიდვის რამდენიმე გზა არსებობს:
- გადახდა ბარათით – დაამატეთ ნივთი ან ნივთები კალათაში, დააჭირეთ ბარათის ყიდვას და მიჰყევით მარტივ ნაბიჯებს შეკვეთის დასასრულებლად.
- განვადებით ყიდვა – სასურველ პროდუქტზე აირჩიეთ “განვადება”. შეავსეთ მარტივი შეკვეთის ფორმა და დააჭირეთ შეკვეთის ღილაკს. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე წუთში დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ განვადებით შეძენაში.
- საბანკო გადარიცხვა – წინა მეთოდის ანალოგიურად, მონიშნეთ “საბანკო გადარიცხვა” და დააჭირეთ შეკვეთას. შემდეგი ეტაპები იდენტურია, რაც კურიერთან გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.
როგორ დაგიკავშირდეთ?
ჩვენთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდი „კონტაქტი“, სადაც დაკავშირების ყველა საშუალებაა მოცემული.
რომელ დღეებში მუშაობთ?
ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. თუმცა შეკვეთის დაფიქსირება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. 19:00 საათის შემდეგ დაფიქსირებულ შეკვეთებზე ოპერატორი მომდევნო დილას დაგიკავშირდებათ.
როგორია მიტანის პირობები?
საკურიერო მომსახურება უფასოა. ELSET.GE-ზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს კურიერი ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
რამდენ ხანში მივიღებ შენაძენს?
თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.) მიტანა ხორციელდება 1-2 დღის ვადაში. სხვა ქალაქებს და რეგიონებში 2-3 დღეში, რომლის შესახებაც ოპერატორები აუცილებლად გაცნობებენ წინასწარ. როგორც წესი, მიტანის ვადა საქართველოს არცერთ რეგიონში არ აღემატება 3 სამუშაო დღეს.
თუ ნივთი არ მომეწონა დაიბრუნებთ?
ჩაბარების შემდეგ ან განვადების და საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში ნივთს დავიბრუნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეესაბამება საიტზე მოცემულ აღწერილობას და მახასიათებლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს უკან დაბრუნების პოლიტიკას.
ჩემი შეკვეთის მოტანა გვიანდება, როგორ მოვიქცე?
მსგავსი შემთხვევები თითქმის არ ხდება, თუმცა ფორს-მაჟორისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ დროს აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
როგორია საგარანტიო პირობები?
საგარანტიო ვადა ელსეტზე განთავსებულ ნებისმიერ ნივთს საიტზევე, ინდივიდუალურად აქვს მითითებული. იქ, სადაც კონკრეტული ვადა არ არის გაწერილი, იგულისხმება, რომ ვრცელდება გარანტია მხოლოდ ქარხნულ წუნზე, ანუ მიღებისას აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში იცვლება სრულად. ხოლო იმ პროდუქტებზე, სადაც კონკრეტული ვადაა მითითებული, ვრცელდება როგორც გარანტია ქარხნულ წუნზე, ისე სრული საგარანტიო სერვისი მთელი პერიოდის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაბამის გვერდს „გარანტია“.
შეძენილი ნივთი დაზიანდა, როგორ უნდა მოვიქცე?
ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე, თქვენი მოთხოვნა აუცილებლად გადაეცემა საგარანტიო სამსახურს, რომელიც მაქსიმალურად ოპერატიულად მოგემსახურებათ.
რამდენად ხარისხიანია პროდუქცია?
ეკსეტზე განთავსებული თითოეული პროდუქტი საიტზე მოხვედრამდე გადის დეტალურ ხარისხის კონტროლსა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით გადარჩევას. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ შემოთავაზებული პროდუქტის მაქსიმალურად ხარისხიანობაზე. უმრავლეს შემთხვევაში საიტზე მითითებული ნივთის წარმომავლობა და სხვა საჭირო მონაცემი. ასევე, ოპერატორები მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ მსგავს კითხვას საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, თითოეულ პროდუქტზე მომხმარებელს შეუძლია დატოვოს შეფასება, რაც შემდგომში ახალი მომხმარებლისთვის ერთგვარი გამოცდილების გაზიარებაა.
რა პერიოდულობით გვთავაზობთ აქციებსა და ფასდაკლებებს?
ელსეტზე შეხვდებით კვირის, თვის და სეზონურ ფასდაკლებებს. ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელთა თხოვნით აქციები შესაძლოა გახანგრძლივდეს, ამიტომ, აღნიშნული ინფორმაცია გირჩევთ გადაამოწმოთ ოპერატორებთან ან ჩვენს სოციალური მედიის გვერდებზე.
გაქვთ თუ არა შიდა განვადება?
ამ ეტაპზე შიდა განვადება არ გვაქვს
გაქვთ თუ არა ონლაინ საბანკო განვადება?
დიახ, ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შენაძენი თიბისის, კრედოს ან კრისტალის ონლაინ განვადების მეშვეობით გააკეთოს. პირობები ქართულ ბაზარზე საუკეთესოა.
დამატებითი ფასდაკლების მიღება შესაძლებელია?
დიახ, კორპორატიული შეკვეთის ან გარკვეულ რაოდენობაზე მეტის შეძენის შემთხვევაში. კონკრეტული დეტალებისთვის დაგვიკავშირდით წინასწარ და ჩვენი სპეციალური სამსახური მაქსიმალურად ეცდება თქვენზე მორგებული ფასი შემოგთავაზოთ.